ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვს ჟურნალისტ გერშკოვიჩის დაუყოვნებლივ განთავისუფლება მოსთხოვა

ენტონი ბლინკენმა  სერგეი ლავროვს ჟურნალისტ გერშკოვიჩის დაუყოვნებლივ განთავისუფლება მოსთხოვა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ესაუბრა.

Reuters-ის ცნობით, ენტონი ბლინკენმა Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ბლინკენმა ლავროვს გადასცა შეერთებული შტატების „სერიოზული შეშფოთება“ რუსეთის მიერ აშშ-ის მოქალაქე ჟურნალისტის მიუღებელი დაკავების გამო და მოითხოვა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

რუსული მხარის ინფორმაციით, ლავროვი საუბრისას ამტკიცებდა, რომ ვაშინგტონი Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის საქმის პოლიტიზებას ცდილობს, რაც მიუღებელია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლავროვმა ბლინკენს განუცხადა, რომ გერშკოვიჩის ბედს სასამართლო გადაწყვეტს.

რუსული მხარის ცნობით, საუბრის ინიციატორი ბლინკენი იყო.