ავტორი:

აშშ-ში ტორნადოს მსხვერპლთა რაოდენობამ 30-ს გადააჭარბა

აშშ-ში ტორნადოს მსხვერპლთა რაოდენობამ 30-ს გადააჭარბა

აშშ-ში ტორნადოს შედეგად დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა.

СNN-ის ინფორმაციით, სტიქიამ, სულ მცირე შვიდ შტატში გაანადგურა სახლები და სხვა შენობები, ავტომობილები, ელექტროგადამცემი ხაზები, წაქცეულია ხეები და დაზიანებულია უამრავი შენობის სახურავები.

გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა არკანზასის, ინდიანას, ტენესის, ილინოისის, ალაბამას, მისისიპისა და დელავერის შტატებში. ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, ქალაქ მემფისში დაღუპული სამი ადამიანიდან ორი ბავშვია.

ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო, ელექტროენერგიის გარეშე არკანზასში 25 000-ზე მეტი მომხმარებელი დარჩა, 92 000-ზე მეტი - პენსილვანიაში და 50 000-ზე მეტი - ოჰაიოში.