ავტორი:

"ამ ახალგაზრდას ნათელი მომავალი აქვს... ვამაყობ შენით, ძმაო" - რას წერს ზაზა ფაჩულია ხვიჩა კვარაცხელიაზე

"ამ ახალგაზრდას ნათელი მომავალი აქვს... ვამაყობ შენით, ძმაო" - რას წერს ზაზა ფაჩულია ხვიჩა კვარაცხელიაზე

ქართველი კალათბურთელი, NBA-ს წევრი ზაზა ფაჩულია, ხვიჩა კვარაცხელიასთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

"ამ ახალგაზრდას ნათელი მომავალი აქვს. იბრწყინე, კვარა, სანამ ტკბები ამ მოგზაურობით! ვამაყობ შენით, ძმაო" - წერს ზაზა ფაჩულია "ფეისბუქში".

გუშინ იტალიაში, "კვარას" "ნაპოლი" "მილანს" დაუპირისპირდა. როგორც ჩანს, ზაზა ფაჩულია მატჩს ესწრებოდა და "კვარას" გულშემატკივრობდა.