ავტორი:

"ლუჩანო, რამ გაგაღიზიანა, სკუდეტო მოგებული გაქვს, რაღა გინდა?" - შელაპარაკება სპალეტსა და მალდინს შორის: რა თქვა მარცხის შემდეგ "ნაპოლის" თავკაცმა და როგორ შეფასდა "კვარას" თამაში?

"ლუჩანო, რამ გაგაღიზიანა, სკუდეტო მოგებული გაქვს, რაღა გინდა?" - შელაპარაკება სპალეტსა და მალდინს შორის: რა თქვა მარცხის შემდეგ "ნაპოლის" თავკაცმა და როგორ შეფასდა "კვარას" თამაში?

სერია ა-ს 28-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" "მილანს" უმასპინძლა და დამარცხდა, ანგარიშით: 0:4.

"დაღლილობას შეეძლო ჩვენზე ემოქმედა, ბევრი ფეხბურთელი ნაკრებზე ძალიან ზრუნავს და მთელ ძალებს ახარჯავენ. ამასთანავე, მრავალი რამ თავად მატჩებზეა დამოკიდებული, მგზავრობაზე.

ნაწილობრივ საქმე დაღლილობაშია, ნაწილობრივ - მეტოქის კარგ თამაშში. ჩვენ კი ჩვენს ჩვეულ დონეზე ვერ ვიასპარეზეთ.

სანაკრებო პაუზისას ცოტა არ გაგვიმართლა, ოლივეირა ტრავმირებული დაგვიბრუნდა, ოსიმენი... ახლა ჩემპიონთა ლიგისადმი დამოკიდებულება შეიცვალა. ზოგი დაიწყებს ლაპარაკს, რომ ჩვენთვის კენჭისყრა უიღბლო იყო. ვიღაცას ეგონა, სუსტი მოწინააღმდეგე შეგვხვდა. თუმცა ეს ასე არაა. მეტოქესაც არ ჰქონდა კარგი პერიოდი, მაგრამ ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგა ყველაფერს ცვლის. ასეთ შეხვედრებში ძნელია ვინმეს მოძებნა, რომელიც ბოლომდე არ იხარჯება. იმედია, დღევანდელი თამაშის შემდეგ ასე მხოლოდ მე არ ვიფიქრებ", - განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ მატჩის შემდეგ.

მედიის ყურადღება მიიქცია მილანთან" წაგებული მატჩის შესვენებაზე, "ნაპოლის" სპალეტისა და "მილანის" გარემარბის ლეაოს გასაუბრებამ, რა დროსაც სპალეტიმ უთხრა, - გოლის აღნიშვნა ასეთი ჟესტით არ შეიძლებოდა. როგორც "სპორტალი" წერს, საუბარში "მილანის" ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი ჩაერია და სპალეტის მიმართა: "ლუჩანო, რამ გაგაღიზიანა? სკუდეტო მოგებული გაქვს, რაღა გინდა?"

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ წაგებულ მატჩისასაც საკუთარ გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.

უცხოურმა პორტალმა Sofascore-მა "კვარას" თამაში 7.3 ქულით შეაფასა, მეორე გამოცემა Whoscored-მა კი - ხვიჩას 7.2 ქულა დაუწერა. აღსანიშნავია, რომ 22 წლის გარემარბმა, ორივე გამოცემის მიხედვით, "ნაპოლის" შემადგენლობიდან ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა. მართალია "კვარამ" მატჩის მსვლელობაში გარდატეხა ვერ შეიტანა, მაგრამ რამდენჯერმე თავის ჩვეულ სტილში ითამაშა და გვარიანად "გააბითურა" მეტოქის მცველები, რამაც მაყურებელიც და სპეციალისტებიც აღტაცებაში მოიყვანა.

"კვარამ" შეხვედრის მე-11 წუთზე რადე კრუნიჩსა და სიმონ კიაერს გვერდი მარტივად აუარა, თუმცა ბურთის კარში გადაგზავნა ვეღარ მოახერხა.

22 წლის გარემარბის ამ მოქმედებას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი პიერლუიჯი პარდო გამოეხმაურა.

"დიდებული სლალომი! ეს როგორ გააკეთა?" - განაცხადა პარდომ Dazn-ის ეთერში.

ხვიჩას მიმართ აღფრთოვანება ვერც "ინტერის" ყოფილმა მწვრთნელმა ანდრეა სტრამაჩონიმ დამალა:

"მაიკ მენიომ კარი დროულად დატოვა, კვარაცხელიამ შესანიშნავად ითამაშა, მისი შეჩერება ურთულესია, არა მხოლოდ სიმონ კიაიერი, არამედ მთელი სტადიონი მოატყუა", - აღნიშნა სტრამაჩონიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" 71 ქულით ჩემპიონატს ლიდერობს. "პარტენოპეი" მორიგ შეხვედრას 7 აპრილს, "ლეჩეს" წინააღმდეგ გამართავს. შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე "მილანთან" ორრაუნდიანი დაპირისპირება ელის. მატჩები 12 და 18 აპირილს გაიმართება.

იხილეთ ასევე: