ავტორი:

პოლონეთმა უკრაინას "მიგ-29“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადასცა

პოლონეთმა უკრაინას "მიგ-29“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადასცა

პოლონეთმა უკრაინას "მიგ-29“ ტიპის რამდენიმე საბრძოლო თვითმფრინავი გადასცა, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის აპარატის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა მარკინ პრჟიდაჩმა ადგილობრივ მედიას განუცხადა.

"რამდენიმე "მიგ-29“ უკვე გაგზავნილია", - განაცხადა პრჟიდაჩმა.

უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა მოკავშირეებს, თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები გადასცენ, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინას ცის დაცვასა და კონტრშეტევის განხორციელებაში.

მარტში, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა უკრაინას "მიგ-29” ტიპის ოთხი თვითმფრინავის მიწოდებას დაჰპირდა. მოგვიანებით, სლოვაკეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინას "მიგ-29” ტიპის 13 თვითმფრინავს გადასცემს. აღსანიშნავია, რომ ქვეყანამ უკრაინას პირველი ოთხი ავიაგამანადგურებელი უკვე გადასცა.