ავტორი:

იოგა და დღეში 3 ლიტრი წყალი - შარლიზ ტერონის სილამაზის მთავარი საიდუმლოებები

იოგა და დღეში 3 ლიტრი წყალი - შარლიზ ტერონის სილამაზის მთავარი საიდუმლოებები

ოსკაროსანი მსახიობი შარლიზ ტერონი არა მხოლოდ წარმატებული ხელოვანია, არამედ გამორჩეული ადამიანიცაა, დიდ დროს უთმობს ქველმოქმედებას და ხშირად ერთვება სოციალურ პროექტებში. ამის პარალელურად, იდეალურად გამოიყურება და არც საკუთარ თავზე ზრუნვა ავიწყდება. დღეს მოგიყვებით, რას ფიქრობს შარლიზ ტერონი სილამაზესა და საკუთარი თავის მოვლის საშუალებებზე:

"ჩემმა სტილისტმა მირჩია, ზეთი თმის კონდიციონერად გამომეყენებინა. როგორც კი ცოტა მეტი დრო მაქვს საკუთარი თავისთვის, აუცილებლად ვიკეთებ თმის ნიღაბს."

"მზისგან დამცავ კრემს ყოველდღიურად ვიყენებ. ეს აუცილებელი პირობაა მაშინაც კი, როდესაც ზამთარია და მოღრუბლულია."

რაც უფრო მშრალია კანი, მით მეტია ნაოჭების გაჩენის ალბათობა. კანის ნაადრევი დაბერების თავიდან ასაცილებლად, შარლიზი არასოდეს უგულებელყოფს დამატენიანებელ კოსმეტიკას. ჩვეულებრივი კრემის გარდა, ის ნიღბებს, ჰიდროფილურ ზეთებსა და შრატებს იყენებს:

"კანის დატენიანება ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გაკეთება დედამ მასწავლა. თუმცა, მუდმივად ვცდილობ, სხვადასხვა დამატენიანებელი კრემი ავირჩიო, რომ კანი მხოლოდ ერთ საშუალებას არ მიეჩვიოს." გააგრძელეთ კითხვა