ავტორი:

კამპანია "აჩუქე წიგნი" დაიწყო

კამპანია "აჩუქე წიგნი" დაიწყო

წიგნის ყველაზე დიდი მაღაზიათია ქსელის „ბიბლუსისა“ და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის იდეითა და ორგანიზებით, კამპანია „აპრილი - წიგნის ჩუქების თვე“ დაიწყო და ის 23 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მოძრაობა 23 აპრილს, წიგნის ჩუქების დღეს დასრულდება.

კამპანიის ფარგლებში, „ბიბლუსის“ წარმომადგენლები და გიორგი კეკელიძე გიორგი მაზნიაშვილის მშობლიურ სოფელ სასირეთს ეწვივნენ და მისივე სახელობის სკოლას წიგნები ჩაუტანეს საჩუქრად.

გარდა აღნიშნულისა, იდეის ფარგლებში უკვე დაგეგმილია არაერთი აქტივობა, CSR პროექტი, ვიზიტი, ღონისძიებები და პროექტები, რომლებიც წიგნის ჩუქების წახალისებას ისახავს მიზნად. აქტივობები დაგეგმილია სხვადასხვა სივრცეში, მათ შორის, სკვერებსა და თეატრებში. აპრილის თვეში კომპანია უამრავ ადამიანს უმზადებს მოულოდნელ სიურპრიზს. „ბიბლუსის“ მიზანია, კამპანია გახდეს ვირუსული და რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს წიგნის ჩუქებით და ზოგადად, წიგნის კითხვით.