ავტორი:

"ნამდვილად არის ჩემსა და ალეკოს შორის ნათესაური კავშირი, ალეკო არის ჩემი ბიძა" - რას ამბობს სახალხო დამცველის ახალი მოადგილე

"ნამდვილად არის ჩემსა და ალეკოს შორის ნათესაური კავშირი, ალეკო არის ჩემი ბიძა" - რას ამბობს სახალხო დამცველის ახალი მოადგილე

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა დღეს ახალი მოადგილეები წარადგინა. ერთ-ერთ მოადგილედ კი პარტია "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის დისშვილი, ნათია ჯულაყიძე დანიშნა.

საზოგადოებაში ელისაშვილის დისშვილის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშნვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რასაც ჯულაყიძემ შემდეგი კომენტარით უპასუხა.

"ნამდვილად არის ჩემსა და ალეკოს შორის ნათესაური კავშირი და ალეკო არის ჩემი ბიძა. ეს არავისთვის უცხო არ არის, ვინც გვიცნობს.

მკითხეს კიდევაც, ხომ არ შეიძლება ხელის შემშლელი იყოსო და ვერანაირად ვერ იქნება, არც ნეპოტიზმი არ არის იმიტომ, რომ ალეკო არ არის სახალხო დამცველი, სახალხო დამცველი არის ლევან იოსელიანი.

შემიშლის თუ არა მომავალში ხელს? - არანაირად. იმიტომ რომ რაც არ უნდა უცნაური, ან რაც უნდა უხერხული განცხადება გააკეთოს ალეკომ ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, იმედი მაქვს რომ არ გააკეთებს, ერთ-ერთი პირველი ვიქნები, ვინც ამაზე კრიტიკულ პოზიციას გამოთქვამს. ეს ხელისშემშლელი არ იქნება..

მე მგონია, რომ ამას საზოგადოება სწორად გაიგებს", - ამბობს ნათია ჯულაყიძე "მთავარ არხთან."