ავტორი:

ჟვანიას მოედნიდან ონიაშვილის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივი ხდება - როგორ იცვლება ტრანსპორტის გადაადგილების სქემა

ჟვანიას მოედნიდან ონიაშვილის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივი ხდება - როგორ იცვლება ტრანსპორტის გადაადგილების სქემა

ზურაბ ჟვანიას მოედნის, ასევე, ყაზბეგისა და პეკინის გამზირების ახალი გეგმარებითი სქემის მიხედვით, ტრანსპორტის გადაადგილების სქემაში გარკვეული ცვლილებები შედის.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კერძოდ, 3 აპრილის 20:00 საათიდან ონიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება და ავტომობილები გადაადგილდებიან მხოლოდ ბუდაპეშტის ქუჩის მიმართულებით.