ავტორი:

რუსები ოდესას დრონებით დაესხნენ თავს - უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 14 დრონი გაანადგურა

რუსები ოდესას დრონებით დაესხნენ თავს - უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 14 დრონი გაანადგურა

რუსულმა ძალებმა ოდესაზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, იური კრუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მოქმედების შედეგად დრონების ნაწილი ჩამოაგდეს.

დრონების განადგურების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებიც.

"საერთო ჯამში, დაფიქსირდა უპილოტო საფრენი აპარატების 17-მდე გაშვება, სავარაუდოდ, აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან. განადგურებულია 14 "შაჰედი“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.