ავტორი:

სარკინიგზო ავარია ნიდერლანდებში - სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა, არის მსხვერპლი (ფოტოები)

სარკინიგზო ავარია ნიდერლანდებში - სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა, არის მსხვერპლი (ფოტოები)

ნიდერლანდებში, ქალაქ ვორსხოტენში, სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე სერიოზულად დაშავდა, - ინფორმაციას მედიასაშუალებები ნიდერლანდების საგანგებო სიტუაციების სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევა ჰააგიდან რვა კილომეტრში მოხდა.

ავარიის დროს მატარებელში დაახლოებით, 60 ადამიანი იმყოფებოდა. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი იუწყება, რომ მათგან 30 დაშავდა.

ნიდერლანდების რკინიგზაში აცხადებენ, რომ მომხდარის გამო მატარებლების მოძრაობა ლეიდენიდან და მისი მიმართულებით შეჩერებულია.