ავტორი:

ლაიმა ვაიკულეს თქმით, მაქსიმ გალკინს აქვს შანსი გახდეს რუსეთის პრეზიდენტი - "რუსებო, დაფიქრდით ამაზე"

ლაიმა ვაიკულეს თქმით, მაქსიმ გალკინს აქვს შანსი გახდეს რუსეთის პრეზიდენტი - "რუსებო, დაფიქრდით ამაზე"

ისრაელში გასტროლების დროს ლაიმა ვაიკულემ ინტერვიუ მისცა ქსენია სობჩაკს, რომელიც ცნობილ ადამიანებს საკუთარ იუთუბ არხზე იწვევს. ინტერვიუს ერთ-ერთი მთავარი თემა იყო მომღერლის ურთიერთობა კოლეგასა და მეგობართან, ალა პუგაჩოვასთან.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პრიმადონა და მისი ოჯახი საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. პუგაჩოვას უფროსი ქალიშვილი, კრისტინა ორბაკაიტე კი, მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, მაგრამ ხშირად ჩადის რუსეთში სამუშაოდ.

სობჩაკმა ლაიმა ვაიკულეს ჰკითხა, იცოდა თუ არა, რას ფიქრობდა პუგაჩოვა იმის შესახებ, რომ მისი ქალიშვილი ამჟამადაც აგრძელებს ფულის გამომუშავებას რუსეთში. კერძოდ, ახლახან ქრისტინამ ტელეკომპანია Rossiya-ზე დედის ერთ-ერთი სიმღერა გადაცემა "დუეტებში“ შეასრულა.

"ალა პუგაჩოვა არ უყურებს ტელევიზორს, არც მე არ ვუყურებ. ვერ ვბედავ ამაზე კომენტარის გაკეთებას. ახალგაზრდებს სურთ სიკეთის სჯეროდეთ, ყველას თავისი გზა აქვს“, - განაცხადა ვაიკულემ.

მომღერლის თქმით, პრიმადონა კარგად უმკლავდება შექმნილ ვითარებას და "ის შეძლებს ყველაფრის გადარჩენას". ვაიკულეს მიაჩნია, რომ მომავალში ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს და პუგაჩოვას ქმარს, მაქსიმ გალკინს ყველა შანსი აქვს, გახდეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი. მან მოუწოდა რუსებს, დაფიქრდნენ მის კანდიდატურაზე.

”შეიძლება მაქსიმი გახდეს პრეზიდენტი, - თქვა ვაიკულემ სობჩაკთან ინტერვიუში. - ან იქნებ ალა იყოს პრეზიდენტი. ეს იქნებოდა სასწაული! მე გალკინს მივცემდი ხმას, რუსები კი...? - რუსებო, დაფიქრდით ამაზე. მაქსიმი არ არის პოლიტიკოსი. ის იქნებოდა იდეალური პრეზიდენტი. რადგან მასში ყველაფერი ადამიანურია“, - ამბობს ვაიკულე.

მომღერალის თქმით, მას ყოველთვის სძულდა საბჭოთა კავშირი თავისუფლების ნაკლებობის გამო:

”მე ვერ ვიტან საბჭოთა კავშირს, როცა ამბობენ, მაშინ კარგი იყოო, ეს, უბრალოდ, სასაცილოა ჩემთვის. მათ დაავიწყდათ, რა და როგორ იყო. ყველაფერს თავისუფლების გრძნობა აკლდა".

შეგახსენებთ, რომ შარშან მაქსიმ გალკინი რუსეთში უცხოელი აგენტების რეესტრში შეიყვანეს. თავად ხელოვანმა, ამ თემაზე განაცხადა, რომ ახალ სტატუსს აღიქვამს, როგორც "ჯილდოს" და აპირებს "საზეიმოდ ატაროს ეს ნიშანი".

მოგვიანებით ალა პუგაჩოვამ სოციალურ ქსელებში იუსტიციის სამინისტროს მიმართა და ქმრის შემდეგ ითხოვა, რომ უცხოელ აგენტად ისიც გამოაცხადონ.

წაიკითხეთ ასევე: