ავტორი:

"ასეთი უინტელექტო თავმჯდომარე უნდა ჰყოლოდა "ნაცმოძრაობას", რათა კეზერაშვილს მოეხერხებინა მისი მართვა, კეზერაშვილიც დეგრადირებული და უინტელექტოა" - ირაკლი კობახიძე

"ასეთი უინტელექტო თავმჯდომარე უნდა ჰყოლოდა "ნაცმოძრაობას", რათა კეზერაშვილს მოეხერხებინა მისი მართვა, კეზერაშვილიც დეგრადირებული და უინტელექტოა" - ირაკლი კობახიძე

მაინც და მაინც ასეთი დეგრადირებული, უინტელექტო თავმჯდომარე უნდა ჰყოლოდა "ნაცმოძრაობას“ იმისთვის, რომ კეზერაშვილს მოეხერხებინა მისი მართვა. თვითონ კეზერაშვილიც არის დეგრადირებული და უინტელექტო ადამიანი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, კეზერაშვილმა ფული ბიზნესის რეკეტით, ქართული ჯარისა და ევროპელი პენსიონერების ძარცვით იშოვა.

"კეზერაშვილის ბუნება იქიდანაც ჩანს, რომ მან "ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ აირჩია ლევან ხაბეიშვილი. მას სხვანაირ ადამიანებთან არ შეუძლია ურთიერთობა, სხვანაირი ადამიანების მართვა მას არ შეუძლია, მაინც და მაინც ასეთი დეგრადირებული, უინტელექტო თავმჯდომარე უნდა ჰყოლოდა "ნაცმოძრაობას“ იმისთვის, რომ კეზერაშვილს მოეხერხებინა მისი მართვა. თვითონ კეზერაშვილიც არის დეგრადირებული და უინტელექტო ადამიანი. არ არის ეს სასაცილო, ნამდვილად ასეა.

სამარცხვინოა ამ კაცის განცხადებები. ყველამ იცის, რა მასშტაბის კორუმპირებული კაცია კეზერაშვილი. მან ფული იშოვა რის ხარჯზე? ბიზნესის რეკეტი, მთავარი დანაშაული და რამდენად სისტემური იყო ბიზნესის რეკეტი ეს ყველას ახსოვს. ის ჯერ ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი იყო და მერე გააგრძელა არაფორმალური ოპოზიციიდან ბიზნესის ძარცვა, გაძარცვა ქართული ჯარი და ამჟამადაც ის ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს. ანუ სამი მიმართულებით შოულობდა ფულს ის და სამივე არის ერთმანეთზე სამარცხვინო და ასეთ დროს ეს კაცი, რომ საუბრობს რაღაცებზე, ამაზე კომენტარიც კი არ არის საჭირო“, - განაცხადა კობახიძემ.