ავტორი:

Whatsapp და Viber მომხმარებლებისთვის სილქნეტმა ახალი პაკეტი - Chat Pack შექმნა

Whatsapp და Viber მომხმარებლებისთვის სილქნეტმა ახალი პაკეტი - Chat Pack შექმნა

ბევრი ღირებული და მრავალფეროვანი ფუნქციის გამო, აპლიკაციები Whatsapp და Viber მომხმარებლებისთვის პირად და სამსახურებრივ ყოველდღიურობას ამარტივებს, ზოგავს დროს და ხარჯებს. მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შესაძლებელია აუდიო და ვიდეო შეტყობინებების მიღება, მედიაფაილების და ლინკების გადაგზავნა, ვიდეო ზარებსა და ვიდეო კონფერენციებში ჩართვა.

სილქნეტმა ყველაზე პოპულარული Whatsapp და Viber აპლიკაციების მომხმარებლისთვის სპეციალური პაკეტი შექმნა. კოდით *119# მსურველი გაიაქტიურებს Chat Pack-ს და თვეში მხოლოდ 3 ლარად ისარგებლებს ორივე აპლიკაციით, ისე რომ არ გახარჯავს სხვა პაკეტის მეგაბაიტები.

გააქტიურება შესაძლებელია ასევე Mysilknet აპლიკაციიდან ან ვებგვერდიდან.

ყოველ 30 დღეში ერთხელ, ბალანსზე საკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში, "chat pack" ავტომატურად განახლდება. პაკეტი არ არის თავსებადი მხოლოდ სილქნეტის ულიმიტო შეთავაზებებთან.

R