ავტორი:

"დეოლიგარქიზაცია თუ არის მიზანი, "ნაცმოძრაობის“ პატრონებს არ უნდა შეეშინდეთ "დეკეზერიზაციის“ - კობახიძე

"დეოლიგარქიზაცია თუ არის მიზანი, "ნაცმოძრაობის“ პატრონებს არ უნდა შეეშინდეთ "დეკეზერიზაციის“ - კობახიძე

დეოლიგარქიზაცია თუ არის მიზანი, "ნაცმოძრაობის“ პატრონებს არ უნდა შეეშინდეთ "დეკეზერიზაციის", - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ვენეციის კომისიის მხრიდან დადებითად არის შეფასებული.

"დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ქვეყნის გათავისუფლებას ოლიგარქიული გავლენებისგან, რაზეც საუბრობდა კეზერაშვილი, რაზეც აღიარებითი ჩვენება დადო. ესეც მეტყველებს მის ინტელექტზე, წესით ეს აღიარება არ უნდა დაედო მას, თუმცა კეზერაშვილი არის სრულიად უინტელექტო ადამიანი და წამოცდენები აქვს ხოლმე. აღიარა თავიდან ბოლომდე, რომ მას აქვს არაფორმალური გავლენა პოლიტიკაზე, "შავი ფულით“ აფინანსებს ქართულ პოლიტიკას და შესაბამისად, ის არის ოლიგარქი. აქედან გამომდინარე, კანონის მიღება არის საჭირო, რადგან მითუმეტეს, სადაც არის აღიარებული ოლიგარქიული გავლენები, იქ მოხდეს რეაგირება. დეოლიგარქიზაცია თუ არის მიზანი, "ნაცმოძრაობის“ პატრონებს არ უნდა შეეშინდეთ "დეკეზერიზაციის“. ეს არის რეალურად ქვეყნის ამოცანა, ასე გვეუბნებიან. ჩვენი ინიციატივა საერთოდ არ იყო ამ კანონის მიღება, გვეუბნებიან, რომ საჭიროა ოლიგარქიული გავლენების აღმოფხვრა ქართულ პოლიტიკაში. დღეს მთავარი გაცხადებული "ქეისი" არის კეზერაშვილის და სხვა შემთხვევებიც არის, როდესაც ადგილი აქვს ოლიგარქიულ გავლენებს ქართულ პოლიტიკაზე, როდესაც შავი ფული, სისხლიანი ფული იხარჯება ქართულ პოლიტიკაზე. თუ ეს არის ამოცანა მაშინ ჩვენ გვჭირდება კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირმა უნდა თქვას, რომ დეოლიგარქიზაცია არ არის ჩვენი ამოცანა. ჩვენ ავიღეთ უკრაინული კანონი და მივიღეთ საქართველოში, ამ კანონზე გვაქვს დადებითი დასკვნა, დასაზუსტებელი გვაქვს 6 საკითხი, დავაზუსტებთ და მიღებული იქნება. თუ ევროკავშირი გვეტყვის, რომ არ გვინდა დეოლიგარქიზაცია, მაშინ არ მივიღებთ ამ კანონს. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ევროკავშირის პოზიციაზე - თუ იტყვიან, რომ არ გვინდა დეოლიგარქიზაცია, არ მივიღებთ და თუ გვინდა მაშინ მივიღებთ კანონს დეოლიგარქიზაციის შესახებ. მარტივად არის საკითხი“, - განაცხადა კობახიძემ.