ავტორი:

"ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება კონფლიქტის გაფართოების რისკს ქმნის" - სერგეი შოიგუ კვლავ იმუქრება

"ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება კონფლიქტის გაფართოების რისკს ქმნის" - სერგეი შოიგუ კვლავ იმუქრება

"ნატო ზრდის საბრძოლო მზადყოფნას და აძლიერებს აქტივობებს რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებთან, რაც ქმნის უკრაინის კონფლიქტის გაფართოების რისკს, მაგრამ არ იმოქმედებს სპეცოპერაციის შედეგზე", - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

"ნატო იღებს ზომებს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად, აძლიერებს საბრძოლო მომზადებას და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ქმედებებს რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებთან. უახლოეს მომავალში, ფინეთი გახდება ალიანსის წევრი. ეს ყველაფერი ქმნის კონფლიქტის მნიშვნელოვანი გაფართოების რისკებს, მაგრამ ეს არ იმოქმედებს სპეცოპერაციის შედეგზე“, - განაცხადა შოიგუმ.

შეგახსენებთ, ფინეთი დღეს ნატო-ს წევრი ქვეყანა ოფიციალურად გახდება.