ავტორი:

ბოლო 2 წელიწადში, უკანონო ნადირობის 730 ფაქტი გამოვლინდა - დახოცილია "წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობები

ბოლო 2 წელიწადში, უკანონო ნადირობის 730 ფაქტი გამოვლინდა - დახოცილია "წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობები

ბოლო 2 წელიწადში, უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის 730 ფაქტი დაფიქსირდა. მოკლულია „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 3 დათვი, 3 სარსარაკი და 1 ველის კაკაჩა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს.

უფრო კონკრეტულად, ბოლო 2 წლის განმავლობაში, 730 სამართალდარღვევიდან 60 პირს დაეკისრა ფულადი ჯარიმა, სიტყვიერი შენიშვნა მიეცა 191 პირს, 15 შემთხვევაში შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება, 109 შემთხვევაში შედეგი უცნობია, 349 შემთხვევაში კი სამართალდამრღვევი უცნობია.

ბოლო 2 წელში, ჯამში დაკისრებული ჯარიმების რაოდენობამ 27 000 ლარი შეადგინა.