ავტორი:

თუ Hot Wheels-ის მანქანების კოლექცია გაქვს, "პეპელას" გრანდიოზული megic box-ის მოგების შანსი გეძლევა!

თუ Hot Wheels-ის მანქანების კოლექცია გაქვს, "პეპელას" გრანდიოზული megic box-ის მოგების შანსი გეძლევა!

თუ სათამაშოების მაღაზიათა ქსელის „პეპელას“ მომხმარებელი ხართ, სავარაუდოდ Hot Wheels-ის ბრენდი თქვენთვის ნაცნობი იქნება. მანქანების მასშტაბური მოდელების ამერიკული ბრენდი, რომელიც ამერიკულმა სათამაშოების მწარმოებელმა Mattel-მა 1968 წელს წარმოადგინა, უკვე 55 წელია მსოფლიოს ბაზარზე არსებობს და მრავალ ქვეყანაშია ცნობილი.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი - „პეპელა“ Hot Wheels-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. სასიამოვნო სიახლე კი გათამაშებაა, რომელშიც ჩართვა შეუძლია ყველას, ვისაც ამ ბრენდის მანქანების კოლექცია აქვს!

გათამაშების პირობები მარტივია: თუ სახლში Hot Wheels-ის მანქანის მოდელების კოლექცია გაქვთ, გათამაშებაში ჩართვას შეძლებთ, რომელიც მთელი აპრილის განმავლობაში გაგრძელდება.

პირველ რიგში, თქვენ უნდა მოიწონოთ და გააზიაროთ „პეპელას“ ვიდეო „ფეისბუქზე;“ შემდეგ, ატვირთოთ კომენტარში თქვენი მანქანების კოლექცია ფოტოს, ან ვიდეოს სახით და დააგროვეთ ყველაზე მეტი მოწონება. ამის შემდეგ ისღა დაგრჩენიათ, დაელოდოთ შედეგებს.

გამარჯვებული 30 აპრილს გამოვლინდება და საჩუქრად Hot Wheels-ის გრანდიოზული megic box-ი გადაეცემა!

Hot Wheels-ს საინტერესო ისტორია აქვს, ორიგინალური Hot Wheels-ი ელიოტ ჰენდლერმა შექმნა, როცა აღმოაჩინა, რომ მისი ვაჟი კენეტი, Matchbox მანქანებით თამაშობდა და გადაწყვიტა შეექმნა საკუთარი ხაზი Matchbox-თან კონკურენციის მიზნით. 1997 წლიდან, ბევრმა ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ მიიღო Hot Wheels-ის ლიცენზია, რომ მათი წარმოებული მანქანების მასშტაბური მოდელები შექმნილიყო. ამ მოდელების შექმნისთვის გამოიყენებოდა ორიგინალური დიზაინის ნახატები და დეტალები. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად Hot Wheels-ი ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის იყო განკუთვნილი, ისინი პოპულარული გახდა ზრდასრული ასაკის კოლექციონერებში, რომლებიც ახლაც კი ფლობენ ექსკლუზიური გამოშვების მოდელებს.

ასე რომ, თუ მზად ხარ გამოწვევისთვის მიიღო საოცნებო #Hotwheels-ის სასაჩუქრე ბოქსი, გადაიღე შენი საკოლექციო მანქანების ფოტო/ვიდეო და ჩაერთე გათამაშებაში.

R