ავტორი:

რა უნდა იცოდეთ სტივენ კინგის "სალიმს ლოტზე" წიგნის წაკითხვამდე

რა უნდა იცოდეთ სტივენ კინგის "სალიმს ლოტზე" წიგნის წაკითხვამდე

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პატარა წყნარ ქალაქში, სადაც 1319 ადამიანი ცხოვრობს. „სელიმს ლოტი“ - ასე ჰქვია გამოგონილ ქალაქს, სადაც რომანი ვითარდება.

ცნობილი მწერალი ბენ მეიერსი სალიმს-ლოტში ბავშვობის შიშების დასაძლევად და ახალი წიგნის დასაწერად მიდის. ქალაქში ის გაიცნობს გოგონას, სახელად სიუზენს და მათ ერთმანეთის მიმართ გრძნობა უჩნდებათ. ბენი ასევე ხვდება მეტ ბურკს, ჯიმი კოდის და მამა კალაჰენს, მაგრამ ქალაქში რაღაც ძალიან უცნაური ხდება...

ყველაფერი იწყება იმით, რომ პროვინციულ ამერიკულ ქალაქში ადამიანები გაქრობას იწყებენ - სათითაოდ და მთელი ოჯახებით. ვერც ახლობლებმა და ვერც პოლიციამ ვერ იპოვა ისინი. და როცა იმედი თითქოს სამუდამოდ გაქრა, დაკარგულები დაბრუნდნენ და ქალაქი საშინელებისგან შეირყა...

„სალიმს-ლოტი“ სტივენ კინგის ყველაზე საშიში წიგნების ხუთეულში იკავებს ადგილს.

რომანის სათაური პირდაპირი მინიშნებაა ქალაქ სალემზე, რომელიც ფართოდ არის ცნობილი პოპულარულ კულტურაში, როგორც „ჯადოქრებზე ნადირობის ადგილი“. 1914 წელს ქალაქი თითქმის მთლიანად დაიწვა დიდი ხანძრის შედეგად.

წიგნი გადაღებულია ორ ფილმად: 1979 და 2004 წლებში. თავად კინგის სიტყვებით, რომანი ჩაფიქრებული იყო, როგორც ბრემ სტოკერის „დრაკულას“ ლიტერატურული მოგონება. თავის მონოგრაფიაში „სიკვდილის ცეკვა“ კინგი წერს:

„...ჩემს რომანს მიზანმიმართულად ვამსგავსებდი ბრემ სტოკერის „დრაკულას“ და ცოტა ხნის შემდეგ, მეჩვენებოდა, რომ საინტერესო თამაშს - ლიტერატურულ რეკეტბურთს ვთამაშობდი. ლოტი ბურთია, დრაკულა - კედელი. მე ვესვრი ბურთს კედელს, რომ დავინახო, საით აისხლიტავს, და ისევ ვურტყამ. სხვათა შორის, ზოგიერთი ტრაექტორია განსაკუთრებით საინტერესო იყო და ამ ფაქტს იმით ავხსნი, რომ ჩემი ბურთი მეოცე საუკუნეში არსებობდა, კედელი კი მეცხრამეტე საუკუნის პროდუქტი იყო.“

ამ რომანში მთავარი გმირი პირველადაა მწერალი. მოგვიანებით, კინგი ხშირად იყენებდა „მწერალს“, როგორც თავისი ნაწარმოებების გმირს.

ქალაქი სალიმს-ლოტი ნახსენებია ემინემის სიმღერაში „Lose Yourself" და ნირვანას სიმღერაში „Serve The Servants“. ამ რომანს საინტერესო კავშირები აქვს კინგის სხვა ნაწარმოებებთან. მაგალითად, მოთხრობაში „იერუსალიმს-ლოტი“, რომელიც „სალიმს-ლოტამდეა“ დაწერილი, მწერალი იმ ბოროტების ფესვებზე საუბრობს, რომელიც ამ ქალაქში ერთი საუკუნის შემდეგ გამოვლინდა. ასევე, მოთხრობა „მარტო გზაში“, აღწერს სალემის ლოტში მომხდარი კატასტროფის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.

სალიმს-ლოტი ნახსენებია ბენის საუბარში, წიგნში „შინაური ცხოველების სასაფლაო“ და „ის“ მთავარი გმირი, თვითკონცენტრაციისთვის იმეორებს იმავე გამონათქვამს, რასაც მარკ პეტრი „ლოტში“. წიგნის ერთ-ერთი მთავარი გმირი, მამა კალაგანი, ბნელი კოშკის ციკლის (ნაწილები V-VII) უმნიშვნელო პერსონაჟია. საგზაო ნიშანი „სალიმის ლოტზე“ მოხსენიებულია "It", "Pet Cemetery", "Dream Catcher" და "Dark Tower-5".

სალიმს-ლოტის გარშემო მდებარე ქალაქები სრულიად რეალურია, მაგრამ თავად სალიმს-ლოტი ავტორის წარმოსახვის ნაყოფია და ნებისმიერი მსგავსება მასში მოხსენიებულ და რეალურად მცხოვრებ პირთა შორის მხოლოდ წინასწარ განუსაზღვრელი დამთხვევის ნაწილია.

სტივენ კინგის „სალიმს-ლოტი“ ქართულ ენაზე გამომცემლობა „პალიტრა L-მა“, „პორტალის“ სერიის ფარგლებში გამოსცა. „პორტალი“ ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის საუკეთესო ლიტერატურულ ნიმუშებს გთავაზობთ. წიგნის შეძენას „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიებსა და ონლაინ www.palitrlal.ge-ის საიტზე შეძლებთ.