ავტორი:

"ნუცას მეწყვილე -კონკურენტის მცდელობა იყო, აბსოლუტურად, იაფფასიანი ფიასკო... ნუცა უაღრესად ღირსეულად მოიქცა" - რას წერს ზაზა შენგელია American Idol-ში მომხდარ გაუგებრობაზე

"ნუცას მეწყვილე -კონკურენტის მცდელობა იყო, აბსოლუტურად, იაფფასიანი ფიასკო... ნუცა უაღრესად ღირსეულად მოიქცა" - რას წერს ზაზა შენგელია American Idol-ში მომხდარ გაუგებრობაზე

"ბრავო რეკორდსის" პრეზიდენტი ზაზა შენგელია ნუცა ბუზალაძის გუშინდელ გამოსვლას ამერიკული მეგაპროექტ ''American Idol''-ში ეხმაურება. მისი თქმით, ქართველი მომღერლის მეწყვილე ქალმა კარინა დე ანჯელომ სპეკულაციას მიმართა, მიხვდა რა, რომ ნუცა მას ყველა საკონკურსე პარამეტრით აღემატებოდა.

"ეს ის შემთხვევაა, როცა ''ჰოლივუდს ცრემლების არ სჯერა''...

როგორც სხვა ამერიკულ სატელევიზიო შოუებში, ასევე ''American Idol''-ში ხშირად მინახავს, როცა მონაწილეები ცდილობენ სთორის (ამბავის) შექმნას თავის გარშემო, იმ მიზნით, რომ მიიპყრონ ჟიურის და მაყურებლების მხრიდან თანაგრძნობა (ხანდახან ეს თავის შეცოდების გზით ხდება) და აქედან გამომდინარე მხარდაჭერაც.

სამწუხაროდ, გუშინ საღამოს ამერიკული ტელეკომპანია ABC-ის ეთერში, ნუცას მეწყვილე - კონკურენტის, კარინა დიანჯელოს ანალოგიური მცდელობა იყო, აბსოლუტურად, იაფფასიანი და თითიდან გამოწოვილი ფიასკო. ის გრძნობდა, რომ ვოკალით და ბევრი სხვა მონაცემებით, ნუცა მას აშკარად და ბევრად აღემატებოდა და ამის გამო სპეკულაცია გადაწყვიტა, რის გამოც დატოვა კონკურსი.

დღეს დილით, ''American Idol''-ის ოფიციალურ გვერდზე გავეცანი ამერიკელი მაყურებლების კომენტარებს მომხდართან დაკავშირებით და საბედნიეროდ (ნამდვილად გამიკვირდებოდა სხვაგვარად რომ ყოფილიყო), უმეტესობა ნუცას უცხადებს მხარდაჭერას, რომელმაც მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინა და უაღრესად ღირსეულად მოიქცა კონკურსის ამ ეპიზოდში, უკვე აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ნუცამ თავისი გამოსვლით აშკარად დაჯაბნა მეწყვილე-კონკურენტი", - წერს ზაზა შენგელია "ფეისბუქში".

ასევე იხილეთ: