ავტორი:

"კეზერაშვილმა ხერხემლისგან წარმოშვა "ქურქუმალი“ და შემდეგ ისევ ხერხემალი გამოჩნდა ასპარეზზე" - გია ვოლსკი

"კეზერაშვილმა ხერხემლისგან წარმოშვა "ქურქუმალი“ და შემდეგ ისევ ხერხემალი გამოჩნდა ასპარეზზე" - გია ვოლსკი

კეზერაშვილმა ხერხემლისგან წარმოშვა "ქურქუმალი“ და შემდეგ ისევ ხერხემალი გამოჩნდა ასპარეზზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კეზერაშვილმა პოლიტიკური პროცესების მართვის მაფიოზურ - ოლიგარქიულ- პოლიტიკური მიქსი წარმოადგინა.

"საზოგადოებამ უყურა იმ სამარცხვინო კომენტარებს, რაც გააკეთა კეზერაშვილმა და დაადასტურა, რომ ის არის ადამიანი, ვინც მართავს პოლიტიკურ პროცესებს და ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აფინანსებს, რომელიც მას მიმართავს. რაღაც მაფიოზურ - ოლიგარქიულ- პოლიტიკური მიქსი წარმოადგინა, რომლისგანაც ყველა ოპოზიციურმა ძალამ შორს დაიჭირა (თავი), მაგრამ ფაქტია, რომ მან შექმნა, ხერხემლისგან წარმოშვა "ქურქუმალი“ და შემდეგ ისევ ხერხემალი გამოჩნდა ასპარეზზე. ეს მისი სცენარია. რას წარმოადგენს თავად კეზერაშვილი, როდის იშოვა ფული, ამაზე უფრო მკაფიო კომენტარები უნდა გააკეთოს. არის სასამართლოს დასკვნა, რომ მილიონებია მიღებული არაკანონიერად საქართველოს ბიუჯეტიდან, როცა ის სამხედრო უწყებას ხელმძღვანელობდა. ამის საპირისპირო არგუმენტი ჯერჯერობით არავის მოუსმენია,“ - განაცხადა ვოლსკიმ.