ავტორი:

გორში სკვერიდან საქანელები მოიპარეს: რა განცხადებას ავრცელებს ქალაქის მერია

გორში სკვერიდან საქანელები მოიპარეს: რა განცხადებას ავრცელებს ქალაქის მერია

გორში ჭალის დასახლებაში სკვერიდან საქანელები მოიპარეს და დააზიანეს სკამები. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

"გორის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას გამოიჩინოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდეს ქალაქს!

ბარნოვის ქუჩაზე, მტკვრის სანაპიროზე არსებულ დასასვენებელ სივრცეში უცნობმა პირებმა სკამები დააზიანეს.

ჩამოხსნილია საქანელები ჭალის დასახლებაში არსებულ სკვერშიც.

გორის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გავუფრთხილდეთ გარემოს.სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა.

ქალაქის მასშტაბით არაერთხელ დაფიქსირდა ატრაქციონების, მწვანე ნარგავების, სკამების, ლამპიონებისა და სხვა ინვენტარის დაზიანების ფაქტი." - ნათქვამია განცხადებაში.