ავტორი:

რუსეთმა თურქეთში ტვირთის გადაზიდვა ოკუპირებული აფხაზეთის გავლით დაიწყო

რუსეთმა თურქეთში ტვირთის გადაზიდვა ოკუპირებული აფხაზეთის გავლით დაიწყო

რუსეთმა თურქეთში ტვირთის გადაზიდვა ოკუპირებული აფხაზეთის გავლით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მანამდე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სოხუმში ჩავიდა "პირველი მატარებელი, რომელიც ტვირთის გადასაზიდად გამოიყენება.“ მიიჩნევა, რომ ეს არის რუსეთის მორიგი სქემა საერთაშორისო სანქციებისთვის თავის ასარიდებლად.

ტრანზიტის შესახებ ინფორმაცია აფხაზეთის ე.წ. საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ალიას ლაბახუამ დაადასტურა.

"ცოტა ხნის წინ ჩვენთან მოვიდა მატარებელი 62 კონტეინერით, ეს იყო ტვირთის ტრანზიტი რუსეთის ფედერაციიდან თურქეთში, მატარებელმა შეუფერხებლად გაიარა. საბაჟოზე შეფერხება არ ყოფილა. ეს პირველი მერცხალი არ არის, იქ. იყო სხვა ტრანზიტებიც, თუმცა მცირე მოცულობით.",- განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

ლაბახუას თქმით, მატარებელი როცა უკან დაბრუნდება, რუსეთის მიმართულებით წაიღებს ტვირთს.

"აფხაზეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის შეთანხმების თანახმად, მხარეებმა უნდა უზრუნველყონ ტვირთების შეუფერხებელი ტრანზიტი თავიანთი სახელმწიფოების ტერიტორიებით. საბაჟო გადასახადი ბევრი არ არის, მაგრამ ჩვენს ტერიტორიაზე ტრანზიტის ფაქტი ბევრს ამბობს: დღეს ერთი გადაზიდვა, ხვალ მეორე...", - განაცხადა ლაბახუამ.

წყარო