ავტორი:

გაზაფხულის კონტრიერიშისთვის უკრაინა საშტურმო ბრიგადის 40 000 მებრძოლს წვრთნის - რას წერს Reuters-ი?

გაზაფხულის კონტრიერიშისთვის უკრაინა საშტურმო ბრიგადის 40 000 მებრძოლს წვრთნის - რას წერს Reuters-ი?

გაზაფხულის კონტრიერიშისთვის უკრაინა საშტურმო ბრიგადის 40 000 მებრძოლს წვრთნის. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი ახალი ბრიგადები გაძლიერებული იქნებიან ახალი დასავლური ტანკებით, საზღვარგარეთ წვრთნაგავლილი ათასობით ახალი ჯარისკაცით და რეგულარული არმიის ნაწილებთან ერთად იბრძოლებენ.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ გააჩნია მნიშვნელოვანი სამობილიზაციო პოტენციალი და ახალწვეულებს შორის არიან ქალებიც, სამხედრო გამოცდილების არ მქონე პირები, და ასევე ყოფილი პოლიციელები და სამხედროები.