ავტორი:

ხანძარი ვაზისუბანში - ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა

ხანძარი ვაზისუბანში - ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა

თბილისში, ვაზისუბნის მეოთხე მიკრორაიონში ხანძარი იყო.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული.

როგორც Ambebi.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.