ავტორი:

ახალგაზრდების გარემოცვა და ქართული საფერავი - როგორ აღნიშნა ასლან ბჟანიამ იუბილე და რას წერენ აფხაზები გოგონაზე, რომელიც გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს?

ახალგაზრდების გარემოცვა და ქართული საფერავი - როგორ აღნიშნა ასლან ბჟანიამ იუბილე და რას წერენ აფხაზები გოგონაზე, რომელიც გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს?

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი 6 აპრილს იუბილარი იყო. აფხაზები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ ვიდეოს, თუ როგორ აღნიშნა მათმა ლიდერმა დაბადების დღე ახლობლების წრეში. სოციალურ ქსელში გავრცელდა რამდენიმე ვიდეო, სადაც ის ახალგაზრდების გარემოცვაშია.

ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს ახალგაზრდა გოგონა, რომელიც მისთვის ხუმრობით ხელის გადაწევას ცდილობს. სოციალურ ქსელებში ადგილობრივებმა დაწერეს, რომ ის ბჟანიას მეგობარი გოგონაა, რომელთანაც ბოლო ხანებში ხშირად ხედავენ.

სხვა ვიდეოში იგივე გოგონა ამბობს ე.წ. პრეზიდენტის სადღეგრძელოს, ღვინის ჭიქებში ისხამენ წითელ ღვინოს და სადღეგრძელოს ავტორი მკაფიოდ ამბობს, რომ ეს ქართული ღვინო საფერავია. სუფრის წევრი, რომელიც ვიდეოს იღებს, კადრში ახვედრებს ბოთლს, სადაც ნამდვილად ჩანს ქართული წარწერა.

აფხაზების ლიდერს გუშინ 60 წელი შეუსრულდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მას დაბადების დღე რუსეთის პრეზიდენტმა მიულოცა. მისალოც ტექსტში პუტინი ბჟანიას ნამდვილ, საიმედო სტრატეგიულ მეგობარსა და მოკავშირეს უწოდებს.

ადგილობრივების თქმით, ბოლო ხანებში ბჟანია საერთოდ არ უწევს ანგარიშს მოსახლეობას, მათ პროტესტს, საუბარს იმედგაცრუებაზე, პრობლემებზე...

"ადრე შედარებით სხვაგვარი დამოკიდებულება ჰქონდა, მოვალეობის მოხდის მიზნით მაინც ხვდებოდა მოსახლეობას და მათ პრობლემების მოგვარებას ჰპირდებოდა, რასაც არასდროს უსრულებდა, მაგრამ კომუნიკაციაში ეთვლებოდა. ახლა კი, როგორც ჩანს, სუსტი ოპოზიციის ფონზე, ის სრულიად დარწმუნებულია, რომ თავს მშვიდად უნდა გრძნობდეს" - წერენ აფხაზები.

მათივე თქმით, პრეზიდენტს უჩვეულოდ ხალისიანი დაბადების დღე ჰქონდა.

"ახალგაზრდა გოგონასა და მის მეგობრების გარემოცვაში, ქართული ღვინის ბოთლით... ეს რაღაც ახალია ჩვენი პრეზიდენტის ცხოვრებაში, თუ რამე გამოვტოვეთ? უეცრად გამახსენდა, რომ 60 წლის გახდა და მაინც ვკითხავ - ცოტა უღირსი საქციელი ხომ არ არის მისი მხრიდან, როდესაც ქვეყანაში ამდენი პრობლემაა. ვინ დაგვწყევლა?!" - კითხულობს ინტერნეტმომხმარებელი ვადიმ სმირი.

  • ცნობისთვის, ასლან ბჟანია სოფელ ტამიშში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები მასწავლებლები იყვნენ. მამამისი, გიორგი ბჟანია, წლების განმავლობაში ტამიშის საშუალო სკოლის დირექტორი და სოფლის საბჭოს ხელმძღვანელი იყო. დედა, ვენერა ბჟანია - დაწყებითი კლასის მასწავლებელი.

ხშირად იხსენებენ ასლანის ბაბუას, აშხანგერი ბჟანიას, რომელმაც საბჭოთა პრესაში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 148 წელი იცხოვრა... ბჟანიამ ტამიშის საშუალო სკოლა 1980 წელს დაამთავრა.

ასლან ბჟანია არის დაოჯახებული და ჰყავს ორი შვილი. ცოლმა, აელიტა ახიბამ, 1985 წელს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. 1993 წლამდე იგი აფხაზეთის პრეზიდიუმის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას მოადგილედ მუშაობდა.

ქალიშვილმა აელინამ, რომელიც 1987 წელს დაიბადა, სეჩენევის სახელობის მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა. მას ოჯახი ჰყავს, თუმცა, სიძეზე ბევრი არაფერია ცნობილი. ვაჟიშვილი, მაქსიმი 32 წლის არის. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო პოლიტიკის ფაკულტეტი დაამთავრა, სადაც სწავლა ასპირანტურაზე განაგრძო. პრეზიდენტის ვაჟი ღია სააქციო საზოგადოება „იუგ-ინვესტბანკის“ (ЮГ-Инвестбанк) აქციონერია და თავისი ბიზნესი აქვს.

ნახეთ ვიდეო: