ავტორი:

ისრაელმა ღაზას სექტორში ავიაიერიშები განახორციელა

ისრაელმა ღაზას სექტორში ავიაიერიშები განახორციელა

ისრაელმა ღაზას სექტორში ავიაიერიშები განახორციელა მას შემდეგ, რაც ღაზადან და ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები ისროლეს.

მედიის ინფორმაციით, გვიან ღამით ღაზაში ორი აფეთქების ხმა გაისმა. ისრაელმა განაცხადა, რომ მისმა ავიაგამანადგურებლებმა სხვადასხვა სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის ჰამასის გვირაბებსა და იარაღის წარმოების ობიექტებს.

ისრაელის ავიაიერიშის საპასუხოდ, ღაზას სექტორიდან რაკეტები გაისროლეს. მოსაზღვრე ქალაქებსა და დასახლებებში განგაშის სიგნალის ხმა გაისმა.

"სიონისტურ ოკუპაციას სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ მძიმე ესკალაციისა და ღაზას სექტორის წინააღმდეგ უხეში აგრესიის განხორციელების გამო და იმ შედეგებზე, რასაც ეს ქმედებები რეგიონს მოუტანს“, - ნათქვამია ჰამასის განცხადებაში.

ცნობისათვის, მანამდე, ისრაელმა პალესტინის შეიარაღებული დაჯგუფება ჰამასი სამხრეთ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტის გასროლაში დაადანაშაულა. მათი მტკიცებით, 34 რაკეტიდან უმეტესი მოიგერიეს, მაგრამ ექვსი ისრაელის ტერიტორიაზე დაეცა, რამაც შენობები დააზიანა. მედიკოსების ინფორმაციით, ერთი მამაკაცი მსუბუქად დაიჭრა. ისრაელის თავდაცვის ძალების შეფასებით, ეს ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ყველაზე დიდი ზალპი იყო 2006 წლის ომის შემდეგ.