ავტორი:

ენგურის ხიდი დაიკეტა

ენგურის ხიდი დაიკეტა

ენგურის ხიდი დაიკეტა. არსებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, "მესაზღვრეები“ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არ უშვებენ, ხოლო მათ, ვინც ამჟამად ამ ტერიტორიაზეა, შეუძლიათ აფხაზეთში დაბრუნდნენ.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის მიზეზი უცნობია. მგზავრების თქმით, ხიდი სავარაუდოდ, 10 აპრილამდე იქნება ჩაკეტილი.

ენგურის ხიდის ცალმხრივად დაკეტვის შესახებ ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.