ავტორი:

"უკრაინა ბახმუტში ვითარებას აკონტროლებს - რუსებს ზოგ ადგილებში ტაქტიკური წარმატება აქვთ, მაგრამ ეს ძვირად უჯდებათ" - უკრაინის აღმოსავლეთის სარდლობა

"უკრაინა ბახმუტში ვითარებას აკონტროლებს - რუსებს ზოგ ადგილებში ტაქტიკური წარმატება აქვთ, მაგრამ ეს ძვირად უჯდებათ" - უკრაინის აღმოსავლეთის სარდლობა

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პრესსპიკერის, სერჰი ჩერევატის განცხადებით, უკრაინა ბახმუტში ვითარებას აკონტროლებს.

ჩერევატიმ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსულ ძალებს ზოგ ადგილებში ტაქტიკური წარმატება აქვთ, მაგრამ ეს ძვირად უჯდებათ.

მანამდე, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსული ძალები, დიდი ალბათობით, ბახმუტის ცენტრისკენ დაწინაურდნენ და მდინარე ბახმუტკას დასავლეთ სანაპირო დაიკავეს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის უკრაინის მომარაგების მთავარ მარშრუტს ქალაქის დასავლეთით.