ავტორი:

ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანს ეწვია - ფოტოები გაბალის აეროპორტიდან, სადაც დახვედრის ცერემონია გაიმართა

ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანს ეწვია - ფოტოები გაბალის აეროპორტიდან, სადაც დახვედრის ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო. გაბალის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილს აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე დახვდნენ. გაბალაში ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

ნახეთ ფოტოები: