ავტორი:

"ნაპოლიმ" წვალებით გაიმარჯვა: უზუსტო პასები, შენელებული ტემპი - "კვარას" ოსიმენის გარეშე აშკარად უჭირს

"ნაპოლიმ" წვალებით გაიმარჯვა: უზუსტო პასები, შენელებული ტემპი - "კვარას" ოსიმენის გარეშე აშკარად უჭირს

სერია A-ს 29-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" სტუმრად "ლეჩეს დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:2 გაიმარჯვა.

ლუჩანო სპალეტიმ ნეაპოლური გუნდი ამ შემადგებლობით გაიყვანა მინდორზე:

მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, მინ ჯე, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ელმასი, ლოსანო, კვარაცხელია, რასპადორი.

ვიქტორ ოსიმენმა ტრავმის გამო კვლავ გამოტოვა შეხვედრა. ამ მატჩშიც გამოჩნდა, რომ ეს გუნდისთვის დიდი დანაკლისია. "ნაპოლი" საკმაოდ არადამაჯერებლად თამაშობდა, იყო პრობლემები გადაცემებისას, ფეხბურთელები აშკარად ნაკლებად მოძრაობდნენ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში გაუჭირდათ ბურთის კონტროლი. აუტსაიდერი "ლეჩე" ამ მატჩში ტურნირის ლიდერ "ნაპოლის" არაფრით ჩამოუვარდებოდა.

შინ "მილანთან" 0:4 დამარცხების შემდეგ, "ნაპოლის" გამარჯვება სჭირდებოდა. მე-17 წუთზე მეტოქეს საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, გუნდის კაპიტანმა დი ლორენცომ თავური დარტყმით გახსნა ანგარიში. კარგა ხანს ამოწმებდნენ მსაჯები გოლს, ბოლოს და ბოლოს ის ჩათვალეს. პირველ ტაიმში ჩვენებურმა განსაკუთრებულად ვერ გამოიჩინა თავი, თუმცა თავის ფლანგზე საკმაოდ აქტიური იყო და რამდენიმე კარგი გადაცემაც გააკეთა. პირველი ტაიმი დასრულდა ანგარიშით 0:1 დასრულდა.

მეორე ტაიმი "ლეჩემ" აქტიურად დაიწყო და მერეტის კართან მოწყობილი შტურმის შემდეგ ანგარიში 52-ე წუთზე ფრედერიკო დი ფრანჩესკომ გაათანაბრა. გატანილი გოლის შემდეგ "ლეჩე" კვლავ უტევდა, თუმცა ბურთის გატანა ვერ შეძლეს. სამაგიეროდ 64-ე წუთზე ხვიჩას კარგი პასის შემდეგ მარიო რუიმ მეტოქის საჯარიმოში ისე ჩააწოდა, რომ "ლეჩეს" მცველმა გალომ ბურთი თავის კარში ჩაჭრა, მეკარე ფალკონემ მისი მოგერიება ვერ შეძლო, შედეგად "ნაპოლი" დაწინაურდა.

საბოლოოდ "ნაპოლიმ" გამარჯვება მაინც მოახერხა. ჩვენებური მატჩის მიწურულს, დამატებითი დროის მიმდინარეობისას შეცვალეს.

წინ ნეაპოლელებს ჩემპიონთა ლიგაზე ორრაუნდიანი დუელი "მილანთან" ელით, მატჩები 12 და 18 აპრილს გაიმართება

იხილეთ ასევე: