ავტორი:

ღარიბაშვილის ვიზიტი და გადაადგილება მანქანით, რომელსაც ილჰამ ალიევი მართავდა - ფოტოები აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალური გვერდიდან

ღარიბაშვილის ვიზიტი და გადაადგილება მანქანით, რომელსაც ილჰამ ალიევი მართავდა - ფოტოები აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალური გვერდიდან

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ორი ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, კავკასიის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტი, ასევე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა.

ვიზიტის ფარგლებში გადაღებული სურათები სხვადასხვა ადგილებიდან აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ფოტოებზე ჩანს, რომ ორი ქვეყნის ლიდერები სტუმრობდნენ ადგილობრივ საწარმოს. საქართველოს პრემიერი ქალაქში პრეზიდენტის მანქანით გადაადგილდებოდა, რომლის საჭესთანანაც თავად ილჰამ ალიევი იჯდა.