ავტორი:

"ამ დროს, შეიძლება უდანაშაულო ადამიანი დაიღუპოს" - სროლა და დაპირისპირება თბილისში: რას ამბობს შსს გავრცელებულ კადრებზე?

"ამ დროს, შეიძლება უდანაშაულო ადამიანი დაიღუპოს" - სროლა და დაპირისპირება თბილისში: რას ამბობს შსს გავრცელებულ კადრებზე?

გუშინდელი საღამოდან სოციალურ ქსელში ვრცელდება თბილისის ცენტრში მომხდარი დაპირისპირების კადრები. ვიდეოში, რომელსაც ინტერნეტმომხმარებელი Alexander Muller ავრცელებს, ისმის სროლაც.

როგორც კომენტარებში წერენ, ვიდეო ნინო ჟვანიას ქუჩაზეა გადაღებული. კადრებში ჩანს, თუ როგორ ეჯახება გამიზნულად ერთ-ერთი ავტომანქანა მეორეს, ქვეითად მყოფები კი მანქანას ფეხებსა და ხელებს ურტყამენ. ვიდეოში ისმის ასევე სროლისა და გინების ხმა.

"ესენი, ყველა, უკლებლივ ციხეში მინდა. მერე ხელებს და ენებს დავაჭრიდი, ჩემი ნება რომ იყოს და მთელი ცხოვრება თვალებით ეტყვიან ყველას, რა მოსდევს ავკაცობას. აქ, ამ დროს, შეიძლება მივდიოდე მე, შენ, ის, ჩვენი ოჯახის წევრები, ან არაწევრები, უბრალოდ უდანაშაულო ადამიანები და ვინმე დავიღუპოთ, დაიღუპოთ, ძალიან გავმწარდი და დავითრგუნე. იმედია, ვინმე არ შეიწირეს ამ უსახურებმა და უსულოებმა" - წერს ჟურნალისტი ეკა ლომიძე ვიდეოს კომენტირებისას.

AMBEBI.GE მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განხორციელებულ ხულოგნობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

ნახეთ ვიდეოკადრები: