ავტორი:

ჩეჩნეთის ლიდერის ძალაუფლების დემონსტრირების მცდელობა და მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებული სკანდალი - რუსეთში კადიროვის გავლენის ზრდა აშინებთ

ჩეჩნეთის ლიდერის ძალაუფლების დემონსტრირების მცდელობა და მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებული სკანდალი - რუსეთში კადიროვის გავლენის ზრდა აშინებთ

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირებას ცდილობს და სურს, აჩვენოს კრემლს, რომ ის ამგარიშგასაწევი ფიგურაა. 3 აპრილს, მოსკოვის ერთ-ერთ რაიონში, ადგილობრივებმა მეჩეთის მშენებლობა გააპროტესტეს, რაზეც კადიროვმა განაცხადა, რომ სასწრაფოდ უნდა გაირკვეს, ვინ მოახდინა ამ ხალხის მობილიზაცია და მოითხოვა, რომ ისინი სასამართლოს წინაშე წარსდგნენ.

მეჩეთში მშენებლობის პროტესტის გამო, ბრიტანეთში მცხოვრებმა, წარმოშობით დაღესტნელმა სპორტსმენმა, ММА –ს მებრძოლმა, მუჰამად მოკაევმა მოითხოვა, რომ ის აღარ გამოეცხადებინათ რუს მებრძოლად და ტრანსლაციის დროს არ დაეწერათ Russia.

რუსეთში ზოგიერთი თვლის, რომ კადიროვი და მისი თანამოაზრეები, "წითელი ხაზების" გადაკვეთას იწყებენ და რომ მოსკოვის იმ რაიონში მეჩეთის აშენების საჭიროება არ არის. მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი მოსახლეობას შეჰპირდა, რომ მეჩეთს სხვა ადგილას ააშენებდნენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც რუსეთის დედაქალაქის მერს კადიროვმა "ამ თემაზე მათი საუბარი" შეახსენა, სობიანიანის განცხადება აღარ იყო პრინციპული, რამაც ადგილობრივებში პროტესტი კიდევ უფრო გაამწვავა.

მათი თქმით, "არ დაუშვებენ წმინდა ტბასთან მეჩეთის აშენებას, რადგან იქ მუსლიმთა სამლოცველო არასდროს ყოფილა. თუმცა, ყოველთვის იყო მართლმადიდებლური ტაძარი და არაფერი არ უნდა შეიცვალოს." სამოქალაქო აქტივისტის, სვეტლანა განუშკინას თქმით, ბოლო დღეებში სობიანინის პოზიცია "ძველებურად რიხიანი" აღარ არის, რადგან კადიროვი თავის "ჩრდილო კავკასიურ" გავლენებსა და კავშირებს აქტიურად იყენებს.

"კადიროვის გავლენები ყოველდღიურად იზრდება, ოღონდ მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიაში კი არა, მთელ რუსეთში. ახლა უკვე ვაკვირდებით, რა გავლენები ექნება მოსკოვში. რატომ ერევა ის მოსკოვის ცხოვრებაში, ამაზე კითხვების დასმაც მიამიტობაა. სობიანინის პასიურ რეჟიმში გადასვლა აჩვენებს, რომ კადიროვი არაფერს უწევს ანგარიშს, ვითომ რუსეთის მუსლიმების დამცველად გამოდის, სინამდვილეში პოზიციებს იმყარებს.

ადგილობრივი აქივისტის, ლუდმილა ნაუმენკოს თქმით, რუსეთში მოსახლეობა მხოლოდ უკრაინასთან ომის გამო მიმდინარე დროებით პროცესებს კი არა, კადიროვის გავლენის სახიფათო ზრდას უყურებს.

"კადიროვი უკვე მოსკოვშიც სარგებლობს განსაკუთრებული პრივილიგიებით. ბოლო დღეებში მის გარშემო განვითარებულ პროცესებს თუ შევხედავთ, გადაჭარბებული არ იქნება თქმა, რომ მას კრემლის ადმინისტრაციის ამოყირავებაც კი შეუძლია. ეს კარგია თუ ცუდი, თავად განსაჯეთ",- ასე ეხმაურებიან მეჩეთთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს რუსი ინტერნეტმომხარებლები.

" ის რუსეთის დედაქალაქში მეჩეთის მშენებლობის პროცესში ჩაერთო, რათა ყველასთვის ეჩვენებინა, რომ რუსეთის მუსლიმური მოსახლეობის მთავარი დამცველია. არადა, მას მოსკოვში კი არა, ჩეჩნეთის გარდა, ქვეყნის სხვა რესპუბლიკებში მიმდინარე პროცესებში, მონაწილეობის არავითარი სამართლებრივი უფლება არ აქვს, ფორმალურადად კი, მაგრამ კადიროვი კარგა ხანია კანონებს არ ცნობს", - ამბობს კავკასიოლოგი, kavkaz-uzel.eu-სთან საუბრისას.

გამოცემის ცნობით,