ავტორი:

"დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ერთიანობა" - გიორგი გახარია

"დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ერთიანობა" - გიორგი გახარია

დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ერთიანობა, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას.

მისი თქმით, გვიწევს ბრძოლა იდეალების დასაცავად, რისთვისაც 9 აპრილს იბრძოდნენ.

"9 აპრილს, ქართველი ხალხის ერთიანობამ და თავგანწირვამ მოგვიტანა ნანატრი გამარჯვება - ერთიანი, დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო!

დღესაც, თავისუფალ ქვეყანაში, ისევ გვიწევს ბრძოლა იმ იდეალების დასაცავად, რისთვისაც 9 აპრილს ჩვენი მოქალაქეები იბრძოდნენ!

დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ერთიანობა!“, - წერს გახარია "ფეისბუქზე“.