ავტორი:

"უფლის აღდგომა მოტივაციას გვაძლევს წინ წავიდეთ იმედითა და სიხარულით" - რომის პაპი

"უფლის აღდგომა მოტივაციას გვაძლევს წინ წავიდეთ იმედითა და სიხარულით" - რომის პაპი

უფლის აღდგომა მოტივაციას გვაძლევს წინ წავიდეთ იმედითა და სიხარულით, - ამის შესახებ პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, წმ. პეტრეს ბაზილიკაში გამართულ სააღდგომო ღამისთევის ლიტურგისას განაცხდა.

როგორც მედია წერს, წირვისას კათოლიკე ეკლესიის მეთაური, მუხლის ტკივილის გამო, ეტლით გადაადგილდა.

ღამისთევის ღვთისმსახურებისას პონტიფექსმა რვა მორწმუნე ალბანეთიდან, აშშ-დან, ნიგერიიდან, იტალიიდან და ვენესუელიდან მონათლა.

მედიის ცნობით, დღეს, წმ. პეტრეს მოედანზე, ათიათასობით ადამიანის თანდასწრებით, პაპი სააღდგომო ღვთისმსახურებას აღავლენს. მოსალოდნელია, რომ საკუთარ გამოსვლაში პონტიფექსი გლობალური კონფლიქტების შესახებ გაამახვილებს ყურადღებას.