საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება მიმდინარეობს.
სცენაზე ჩვენი ქვეყნის ისტორიის ორი მნიშვნელოვანი კადრი გამოფინეს - ნანა მახარაძე, გოგონა დროშით, რომელიც 9 აპრილის სიმბოლოდ იქცა და ნანა მალაშხია - ქალი დროშით ხელში წყლის ჭავლის პირისპირ, რომელიც მიმდინარე წლის მარტის მოვლენების სიმბოლოა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ნანა მახარაძე და ნანა მალაშხია ღირსების მედლით დააჯილდოვა.
კერძდოდ, ნანა მალაშხია ღირსების მედლით დაჯილდოვდა საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისათვის.
ნანა მახარაძე კი საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მტკიცე სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისა და საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისთვის.