ავტორი:

"ნიჭიერი მსახიობი და უღალატო მეგობარი დააკლდა თეატრს" - გარდაიცვალა მსახიობი ალექსი გეწაძე

"ნიჭიერი მსახიობი და უღალატო მეგობარი დააკლდა თეატრს" - გარდაიცვალა მსახიობი ალექსი გეწაძე

გარდაიცვალა მსახიობი ალექსი გეწაძე. ამის შესახებ ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი ავრცელებს. ალექსი გეწაძე სწორედ ამ თეატრის მსახიობი იყო.

"1980 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. საინტერესო იყო მის მიერ განსახიერებული როლები, რომელსაც განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა იშვიათი ხმის ტემბრი, ნიჭიერი მსახიობი და უღალატო მეგობარი დააკლდა მარჯანიშვილის თეატრს.

თეატრი სამძიმარს უცხადებს მის ძმას, კოლეგებს და მეგობრებს", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.