ავტორი:

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის ძალებმა ხერსონი 71-ჯერ დაბომბეს

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის ძალებმა ხერსონი 71-ჯერ დაბომბეს

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის ძალებმა ხერსონი 71-ჯერ დაბომბეს. ამის შესახებ ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე პროკუდინმა განაცხადა.

მისი თქმით, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არაა.

პროკუდინმა განაცხადა, რომ თავდასხმების დროს 495 ჭურვი იყო გასროლილი, მათგან დაახლოებით 23 ჭურვი კი ქალაქ ხერსონს მოხვდა.

როგორც რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რუსმა სამხედროებმა მიზანში ამოიღეს საცხოვრებელი უბნები, ისევე როგორც ელექტროგადამცემი ხაზები, გემთმშენებელი ქარხანის ტერიტორია და მარცვლეულის ტერმინალი.