ავტორი:

პარლამენტთან აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან - გადაიკეტა რუსთაველის გამზირი

პარლამენტთან აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან - გადაიკეტა რუსთაველის გამზირი

პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაიკეტა. საკანონმდებლო ორგანოსთან იკრიბებიან აქციის მონაწილეები. "ნაციონალური მოძრაობის“ დაგეგმილი აქცია სლოგანით - "ერთად ევროპაში“ 18:00 საათზე დაიწყება.

პარლამენტის წინ მოწყობილია სცენა. იგეგმება სიტყვით გამოსვლები.

ამასთან, როგორც ცნობილია რუსთაველის მეტროსთან იკრიბებიან "ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, რომლებიც აქციას მსვლელობით შეუერთდებიან.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.