ავტორი:

"ამერიკის ვარსკვლავის" ტოპ 24 -ში!.. რთული გზა გავიარე აქამდე" - ნუცა ბუზალაძის მორიგი შთამბეჭდავი გამოსვლა: აღფრთოვანებული ჟიური და ფეხზე წამომდგარი აუდიტორია

"ამერიკის ვარსკვლავის" ტოპ 24 -ში!.. რთული გზა გავიარე აქამდე" - ნუცა ბუზალაძის მორიგი შთამბეჭდავი გამოსვლა: აღფრთოვანებული ჟიური და ფეხზე წამომდგარი აუდიტორია

ქართველი მომღერლის, ნუცა ბუზალაძის წარმატებული გამოსვლები ამერიკულ მეგაპროექტ American Idol-ში გრძელდება. გუშინდელი შთამბეჭდავი შესრულების შემდეგ, როგორც ნუცა წერს, TOP 24 კონკურსანტს შორის მოხვდა. ის სცენაზე მართლაც მაქსიმალურად დაიხარჯა, რაც არც ჟიურის გამორჩენია და არც აუდიტორიას. ჟიური აღფრთოვანებული იყო და ოვაციებს ვერ მალავდა, ხოლო დამსწრეები ფეხზე იდგნენ და ისე უკრავდნენ ტაშს ნუცას.

კონკურსის განსაკუთრებულად ემოციური მომენტი იყო ნუცას საუბარი დედასთან ქართულ ენაზე, რომელიც ეკრანზე ინგლისური სუბტიტრებით გადიოდა. პროექტში ნუცას დედა დისტანციურად ჩაერთო. ნუცამ მას ახარა, რომ მოხვდა კონკურსის ტოპ 24 მონაწილეს შორის.

"ამერიკის ვარსკვლავის" ტოპ 24 -ში! არ მჯეროდა, რთული გზა გავიარე აქამდე, განსაკუთრებით როცა ერთადერთი უცხოელი ხარ პროექტში… მაგრამ წინ ბევრი მაგარი გამოსვლა გველოდება, მიყვარხართ ძალიან!" - წერს ნუცა ბუზალაძე "ფეისბუქში".