ავტორი:

"მინსკს სურს, რუსეთისგან მიიღოს დაცვის გარანტიები" - ალექსანდრე ლუკაშენკო

"მინსკს სურს, რუსეთისგან მიიღოს დაცვის გარანტიები" - ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მინსკს სჭირდება გარანტიები მოსკოვისგან, რომ საგარეო აგრესიის შემთხვევაში, რესპუბლიკას საკუთარი ტერიტორიის მსგავსად დაიცავს.

"(ბელარუსისა და რუსეთის პრეზიდენტების) მოლაპარაკებების დროს გაჟღერდა, რომ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია იცავს ბელარუსს, როგორც საკუთარ ტერიტორიას. აი, უსაფრთხოების ასეთი გარანტიები გვჭირდება“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი განმარტებით, უსაფრთხოების თემა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბრისას წამოჭრა.

"ეს საკითხი წამოვაყენე რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების დროს. მან აბსოლუტურად ყველა მიმართულებით დამიჭირა მხარი. მისი თქმით, უნდა გადავამოწმოთ ჩვენი ყველა ხელშეკრულება და შეთანხმება, რათა ვნახოთ, რა სახელმწიფოთაშორისი ხასიათის ნორმატიული სამართლებრივი აქტის მიღება უნდა მოხდეს ახლა ბელარუსის სრული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

რუსული მედიის ინფორმაციით, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო მინსკში დღეს რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს შეხვდება.