კოსმეტოლოგიის მკვლევრებმა აღმოაჩინეს ორი ძირითადი განსხვავება იმაში, თუ როგორ ზრუნავენ ევროპელი და იაპონელი გოგონები კანზე. გთავაზობთ იაპონელი ქალების რეკომენდაციებს, რომლებიც ახალგაზრდობასა და სილამაზეს ბევრად დიდხანს ინარჩუნებენ. საფეხურები:
ევროპელებს უყვართ სწრაფი მოვლის საშუალებები, ისეთი პროდუქცია, რომელსაც აწერია "ექსპრესი“, "3 1-ში“, "მყისიერი“, "ერთი შეხება“ და მსგავსი. იაპონიაშიც იყიდება ასეთი პროდუქტები, მაგრამ იყენებენ მხოლოდ ფორსმაჟორის შემთხვევაში. ისინი ცდილობენ გამოიყენონ მონო-საშუალებები, ანუ ერთი მიზნით და არ ჩქარობენ. იცით როგორ იშორებენ იაპონელი ქალები მაკიაჟს? ისინი მთლიანად ასველებენ ბამბის ბალიშებს გამწმენდი საშუალებით, იქნება ეს ზეთი, რძე თუ მიცელარული წყალი, მჭიდროდ იდებენ დახურულ ქუთუთოებზე და იცდიან 10-15 წამს. შემდეგ მსუბუქად იწმენდენ. იმეორებენ მანამ, სანამ დისკზე კოსმეტიკური საშუალებების კვალი არ დარჩება მსუბუქი მოცილების შემდეგ. ამას შეიძლება 5 ან 7 წუთი დასჭირდეს, მაგრამ არც ერთი იაპონელი ქალი, არ დაჭიმავს და ქუთუთოების დელიკატურ კანს არ გაიხეხავს. ამიტომ, იაპონელ ქალებში ნაოჭები თვალების ირგვლივ ჩნდება საშუალოდ 10 ან თუნდაც 15 წლით გვიან.უარი თქვით ტონიკებზე, შეცვალეთ ისინი ესენციებით! გააგრძელეთ კითხვა