ავტორი:

მძიმე ავარია ხობის მუნიციპალიტეტში - გარდაცვლილია ერთი ადამიანი

მძიმე ავარია ხობის მუნიციპალიტეტში - გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, "ფორდის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ავტომანქანის მძღოლი გარდაცვლილი დახვდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.