ავტორი:

მამაკაცმა ახლობელს 100 000 დოლარი გასტაცა და მიმალვა მანქანით სცადა, რის შემდეგაც ქვეითს დაეჯახა და არხში გადავარდა: რას აცხადებენ შსს-ში ერთი კვირის წინ მომხდარ ფაქტზე?

მამაკაცმა ახლობელს 100 000 დოლარი გასტაცა და მიმალვა მანქანით სცადა, რის შემდეგაც ქვეითს დაეჯახა და არხში გადავარდა: რას აცხადებენ შსს-ში ერთი კვირის წინ მომხდარ ფაქტზე?

ცნობილი ხდება რუსთავში ერთი კვირის წინ მომხდარი კრიმინალური ფაქტი. როგორც ირკვევა, მამაკაცმა ახლობელს 100 000 დოლარი გასტაცა და ავტომობილით მიმალვა სცადა, რის შემდეგაც ჯერ ქვეითს დაეჯახა, შემდეგ კი არხში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე ჩვეულებისამებრ მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია. სწორედ ასე გაირკვა, რომ მამაკაცს თანხა ჰქონდა გატაცებული.

ძარცვაში ბრალდებული 25 წლამდე მამაკაცი პოლიციამ იმ დღესვე დააკავა.

შსს-ში მომხდარს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება ძარცვის მუხლით მიმდინარეობს.