ავტორი:

კენტუკის შტატში სროლის შედეგად სულ მცირე, ხუთი ადამიანი გარდაიცვალა

კენტუკის შტატში სროლის შედეგად სულ მცირე, ხუთი ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში, კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში მომხდარი სროლის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ამერიკული მედია წერს, სროლის შედეგად კიდევ ექვსი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს, მათ შორის პოლიციელიც.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი გარდაცვლილია. უცნობია რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი.