ავტორი:

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ინფორმაციას ამერიკული მედიასაშუალება NBC-ი ავრცელებს.

"ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მაგრამ ჩვენ ჯერ მზად არ ვართ, ამის გამოსაცხადებლად“, - აღნიშნა ბაიდენმა NBC-ის გადაცემა „Today“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

როგორც ბაიდენმა განაცხადა, ის გეგმავს დემოკრატიული პარტიის კანდიდატი იყოს 2024 წლის არჩევნებში.

ამასთან, ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადეს, რომ ისინი ერთად იყრიან კენჭს.