ავტორი:

"ის ნანობს მომხდარს“ - დალაი ლამა მოზარდთან დაკავშირებული უხამსი ვიდეოს გავრცელების შემდეგ ბოდიშს იხდის

"ის ნანობს მომხდარს“ - დალაი ლამა მოზარდთან დაკავშირებული უხამსი ვიდეოს გავრცელების შემდეგ ბოდიშს იხდის

დალაი ლამამ ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ის პატარა ბიჭს უხამსად ესაუბრება. ტიბეტის სულიერი ლიდერის ოფისმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დალაი ლამას სურს ბოდიში მოუხადოს ბავშვს და მის ოჯახს "იმ წყენის გამო, რაც შესაძლოა, მის სიტყვებს გამოეწვია.“

"ის ნანობს მომხდარს“, - ნათქვამია განცხადებაში. გავრცელებულ კადრებს სოციალურ ქსელებში საზოგადოების დიდი კრიტიკა მოჰყვა. ადამიანები წერენ, რომ დალაი ლამას ქცევა შეუსაბამო და შემაშფოთებელია.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დალაი ლამას ტაძარში 28 თებერვალს მოხდა, როცა ის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრა ორგანიზებული იყო M3M ფონდის მიერ. ფონდმა ღონისძიების ამსახველი ფოტოები მარტში გამოაქვეყნა, ერთ-ერთ მათგანში ჩანს დალაი ლამა, რომელიც ეხუტება ბიჭს - ეს იგივე ბიჭია, რომელიც ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოშია აღბეჭდილი (ვიდეოს მისი შინაარსიდან გამომდინარე არ ვაქვეყნებთ. რედ.)

ვიდეოში ჩანს, რომ ბიჭს ტიბეტის სულიერი ლიდერი ეკითხება, შეიძლება თუ არა მისი ჩახუტება. შემდეგ ლოყაზე იდებს ხელს და ამბობს, ჯერ აქ აკოცოს, ბიჭი მას ლოყაზე ჰკოცის და ეხუტება. შემდეგ დალაი ლამა ტუჩებზე ანიშნებს და ჰკოცნის ბიჭს ტუჩებში. შემდეგ ენას გამოყოფს და უხამს წინადადებას ეუბნება.

წყარო: BBC