ავტორი:

"ტელეფონი გამორთული აქვს. წაიღო პასპორტი, დატოვა წერილი" - თბილისში 17 წლის ბიჭს ეძებენ.

"ტელეფონი გამორთული აქვს. წაიღო პასპორტი, დატოვა წერილი" - თბილისში 17 წლის ბიჭს ეძებენ.

თბილისში 17 წლის ბიჭს ეძებენ. როგორც ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში წერს, ბიჭი სახლიდან დღეს, 10 აპრილს, დილის 8:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

"მეგობრებო, გთხოვთ, გააზიარეთ, თბილისში დაიკარგა 17 წლის დავით ჯანიქი. სახლიდან გავიდა დილის 8 საათზე და არ ჰქონია კონტაქტი შუადღის 2 საათის შემდეგ.

ტელეფონი გამორთული აქვს. წაიღო პასპორტი, ოქროს ცეპი და დატოვა წერილი. თუკი ფლობთ რამე ინფორმაციას, გთხოვ დარეკოთ ნომერზე: 593 080 088", - აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში.