ავტორი:

იტალიის სანაპირო დაცვა ზღვაში მყოფი 1 200 მიგრანტის გადარჩენას ცდილობს

იტალიის სანაპირო დაცვა ზღვაში მყოფი 1 200 მიგრანტის გადარჩენას ცდილობს

იტალიის სანაპირო დაცვა ახორციელებს ორ ფართომასშტაბიან ოპერაციას სიცილიის სანაპიროებთან ორ ნავზე მყოფი 1200 მიგრანტის გადასარჩენად.

BBC-ის ინფორმაციით, ერთ სათევზაო ნავზე დაახლოებით 800 ადამიანი იმყოფება, მეორეზე კი - დაახლოებით 400.

ორი დღის წინ მიგრანტების დახმარების სერვისის ცხელ ხაზზე Alarm Phone-ზე შევიდა შეტყობინება, რომ ნავს, რომელიც ლიბიის ტობრუკიდან მოემგზავრებოდა და რომელზედაც 400 მიგრანტი იმყოფებოდა, იონიის ზღვაში დახმარება ესაჭიროებოდა. მეორე თევზსაჭერი ნავი კი, რომელზედაც 800 მიგრანტი იმყოფება, სირაკუზას სამხრეთ-აღმოსავლეთით 120 მილზე იმყოფება.

იტალიის სანაპირო დაცვაში აცხადებენ, რომ ოპერაცია ბორტზე მყოფი ადამიანების რაოდენობის გამო გართულდა.

იტალიის სანაპირო დაცვამ, აღნიშნული ორი ოპერაციის დაწყებამდე, პარასკევიდან მოყოლებული დაახლოებით 2000 მიგრანტი გადაარჩინა.